“ბეტისის” ცენტრალური ნახევარმცველი ვიქტორ კამარასა კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “კარდიფის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უელსურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
ვიქტორი სევილიურ კლუბს გასულ ზაფხულს “ალავესიდან” 7 მილიონ ევროდ შეუერთდა და 26 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.
კამარასას ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მაისურით 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.