“სელტამ” დანიელი ცენტრალური ნახევარმცველი მატიას იენსენი დაიმატა. ამის შესახებ ვიგოელთა ოფიციალური ვებგვერდი წერს.
გალისიურმა კლუბმა “ნორდსიელანდს” 5 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
22 წლის მოთამაშე “ნორდსიელანდის” აღზრდილია და ძირითად გუნდში 2015 წელს გამოჩნდა, 162 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული გასული სეზონი გამოდგა: 33 მატჩი, 12 გოლი.