ფეხბურთი

23:30 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კურტუა “რეალში”, კოვაჩიჩი – “ჩელსიში”

მადრიდის “რეალმა” და ლონდონის “ჩელსიმ” შეთანხმებას მიაღწიეს და რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტიბო კურტუა ესპანური გრანდის კარს დაიცავს, ხოლო მატეო კოვაჩიჩი “არისტოკრატებს” შეუერთდება.

ბელგიელი მეკარე “ბლანკოსში” მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში ითამაშებს. “ჩელსიმ” კურტუა 2011 წელს “გენკიდან” დაიმატა. ტიბომ სამი სეზონი მეორე მადრიდულ კლუბში, “ატლეტიკოში” ჩაატარა იჯარით და “როხიბლანკოს” კარი 154-ჯერ დაიცვა, ხოლო 2014 წელს “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნდა და ოთხ სეზონში ასევე 154 შეხვედრა ჩაატარა. მას ბელგიის ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და 65-ჯერ თამაში მოასწრო.

კოვაჩიჩი “ჩელსიში” იჯარით ითამაშებს, თუმცა ლონდონელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. ხორვატი ნახევარმცველი “რეალში” 2015 წელს “ინტერიდან” გადავიდა, 109 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 46-ჯერ უთამაშია და 1 გოლი აქვს გატანილი.

0.116498