საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველის თამაში გასულ ტურში ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოარჩია.
გასულ უიქ-ენდზე "ტობოლი" "ორდაბაისთან" (1:1) დაზავდა, ხოლო კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
“ორდაბაისთან” მატჩში კანკავა მართავდა ნახევარდაცვას. ამასთან, კარგად ეხმარებოდა დაცვას მეტოქის გაკონტროლებაში და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს. ქართველმა ორთაბრძოლების 79% მოიგო, 12 ჩაჭრა განახორციელა, აქედან 6 სუფთა ვარდნა. პასების 94% ზუსტი გააკეთა და მარგი ქმედების კოეფიციენტმა 263 შეადგინა”, - წერს პროფესიული ფეხბურთის ლიგა.
ჯაბა კანკავას ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.