ფეხბურთი

16:58 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუას ვარჯიში არ უნდა

ტიბო კურტუა “ჩელსის” დატოვებას ცდილობს და ამ მიზნით გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს. ბელგიელმა კიპერმა უკვე მეორე საწვრთნელი პროცესი გამოტოვა.

კურტუა შვებულებიდან 6 ივლისს დაბრუნდა, მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის შეხვდა და ვარჯიშზე უარი თქვა. იგივე განმეორდა დღესაც. მიზეზი ცნობილია – ტიბოს მადრიდის “რეალში” სურს გადასვლა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელ კარის დარაჯს ლონდონებთან კონტრაქტი დამდეგ ზაფხულს ეწურება. “არისტოკრატებს”, სურთ, რომ 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღონ.

0.128748