ფეხბურთი

16:20 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯო ჰარტი "ბარნლის" კარს დაიცავს

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯო ჰარტი კარიერას პრემიერლიგის ბინადარ “ბარნლიში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

31 წლის მეკარემ ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

ჯო ჰარტი აქამდე “მანჩესტერ სიტის” წევრი იყო, რომლის ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავდა და 350 შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, ბოლო ორი სეზონი იჯარით ჯერ “ტორინოში”, შემდეგ კი “ვესტ ჰემში” გაატარა.

0.101837