ამერიკის შეერთებული შტატების ორკვირიანი ტურნირის შემდეგ “იუვენტუსი” დღეს დილით იტალიაში დაბრუნდა. მასიმიალიანო ალეგრის გუნდი 2 დღით დაისვენებს და შემდგომ სერია A-ს განახლებული სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.
აეროპორტში კომენტარი გააკეთა “ბებერი ქალბატონის” ახალწვეულმა მატია პერინიმ, სადაც აღნიშნა, რომ ის ლეონარდო ბონუჩისადმი მიცემულ სიტყვას აუცილებლად შეასრულებს.
“19 ნომრიანი მაისური? 1 თვის წინ ბონუჩის დავპირდი, თუ ის დაბრუნდებოდა “იუვენტუსში”, მე მას აუცილებლად დავუთმობდი კუთვნილ ნომერს და პირობას შევასრულებ", - განუცხადა ახალგაზრდა კიპერმა Mediaset-ს.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს ტურინულ გრანდში მატია პერინი.