ფეხბურთი

17:02 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" არტურო ვიდალი წარადგინა

კატალონიის “ბარსელონამ” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ოფიციალურად წარადგინა. ჩილელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესპანურ გრანდში ტიტულების მოსაგებად გადავიდა.

“ბარსელონაში” გადავედი იმიტომ, რომ ყველა ტიტულის მოგება მინდა. ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანია. იმ გუნდში ყოფნა, სადაც ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და სხვები არიან, ბედნიერებაა. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.

ერთი სული მაქვს, რომ ახალი სეზონი დაიწყოს და ჩემს კარიერაში ახალი ემოციების დრო დადგეს”, - განაცხადა ვიდალმა.

ვიდალის სანაცვლოდ “ბარსელონამ” “ბაიერნს” 18 მილიონი ევრო გადაუხადა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ფეხბურთელთან. გასულ სეზონში ჩილელმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 35 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

0.114155