ფეხბურთი

15:51 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

დღეს, უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ქუთაისის “ტორპედოს” შესაძლო მეტოქე, რომელსაც მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება.

იმ შემთხვევაში თუ “ტორპედო” ალბანური “კუკესის” ბარიერს დაძლევს, კახა ჩხეტიანის გუნდისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ბოლო წინაღობა ბულგარულ “ლუდოგორეცსა” და ბოსნიურ “ჟრინსკს” შორის გამარჯვებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ “ტორპედო” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “კუკესს” თბილისში, 9 აგვისტოს უმასპინძლებს.

0.148073