დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. რის შემდგომაც გაირკვა საარაუდო წყვილები და გუნდები შემდეგნაირად დალაგდნენ:
ჩემპიონთა ბადე
“ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი) / “სპარტაკი” (სლოვაკეთი) – “ზალცბურგი” (ავსტრია) / “შკენდია” (მაკედონია)
“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) / “ბატე” (ბელარუსი) – პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) - “ასტანა” (ყაზახეთი) / “დინამო” (ხორვატია)
“მალმე” (შვედეთი) / “ვიდეოტონი” (უნგრეთი) – “სელტიკი” / აეკ (საბერძნეთი)
ლიგის ბადე
“ბენფიკა” (პორტუგალია) / “ფენერბახჩე” (თურქეთი) – პაოკ (საბერძნეთი) / “სპარტაკი” (რუსეთი)
“სტანდარდი” (ბელგია) / “აიაქსი” (ჰოლანდია) – “სლავია” (ჩეხეთი) / “დინამო” (უკრაინა)
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7/8 და 14 აგვისტოს, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 21/22 და 28/29 აგვისტოს შედგება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 30 აგვისტოსაა დაგეგმილი.