ფეხბურთი

21:15 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაშ პიშჩეკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება პოლონელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ცხოვრებაში ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღო. დიდი განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი თავგადასავალი დასრულებულია. 11 წლის განმავლობაში ვთამაშობდი პოლონეთის ნაკრებში და ამით ვამაყობ. ეს იყო განსაკუთრებული დრო და კარგად გამახსენდება”, - განაცხადა პიშჩეკმა.

ლუკაშ პიშჩეკის დებიუტი პოლონეთის ნაკრებში 2007 წელს შედგა და მას შემდეგ, 65 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.120309