ფეხბურთი

19:58 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვან დერ ვაარტი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელია

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი კარიერას “ესბიერგში” გააგრძელებს. როგორც დანიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 35 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 10-ნომრიანი მაისური უკვე მოირგო. საინტერესოა, რომ ვან დერ ვაარტის თანაგუნდელი “ესბიერგში” ლაშა პარუნაშვილი იქნება.

რაფაელ ვან დერ ვაარტი პროფესიონალურ ფეხბურთში 2000 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “რეალის”, “ტოტენჰემის”, “ბეტისისა” და “მიტდიულანდის” ღირსებას იცავდა.

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში კი 2001-2013 წლებში 109 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113328