ფეხბურთი

19:22 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გომესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

“შტუტგარტის” თავდამსხმელმა მარიო გომესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით თავად 33 წლის ფეხბურთელმა ამცნო.

“მე ყოველთვის ვიქნები გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი და არასდროს შევწყვეტ მის სიყვარულს. მაგრამ, მოვიდა დრო, რომ ჩემი ადგილი სხვას დავუთმო. დარწმუნებული ვარ, გერმანიის ნაკრები ახლო მომავალაში ისევ მისცემს ხალხს სიამაყის საბაბს”, - განაცხადა გომესმა.

მარიო გომესის დებიუტი “ბუნდესნაკრებში” 2007 წელს შედგა და იქედან მოყოლებული 78 შეხვედრაში 31 გოლის გატანა შეძლო.

0.111358