კრიშტიანუ რონალდუს მაისურები “იუვენტუსის” ოფიციალურ მაღაზიებში აღარ იყიდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მაისურები, რომელიც აქამდე დამზადდა და წინასწარ 12 თვეზე იყო გათვლილი, არასრული ერთი თვის განმავლობაში გაიყიდა!
Tuttopsort-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ქომაგებმა რონალდუს 55 ათასი მაისური უკვე შეიძინეს. საინტერესოა, რომ 2016-2017 წლების სეზონში “იუვენტუსმა” ჯამში მხოლოდ 41 ათასი მაისური გაყიდა.
შედეგად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინში კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი უკვე მოქმედებს...