2018 წლის პორტუგალიის სუპერთასის მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა "პორტუმ" თასის მფლობელი "ავეში" 3:1 დაამარცხა. ავეიროში გამართულ შეხვედრაში "პორტუდან" გოლები იასინ ბრაჰიმიმ, მაქსიმილიანო პერეირამ და ხესუს კორონამ გაიტანეს, ხოლო "ავეშის" მხრიდან ერთადერთი გოლი კლაუდიო ფალკაოს ანგარიშზეა.
"დრაკონებმა" სუპერთასი 21-ედ მოიგეს, რაც სარეკორდოა. "პორტუ" პორტუგალიის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 28-ჯერ გახდა, ხოლო თასის მფლობელი - 16-ჯერ.