ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯო ჰარტი კარიერას “ბარნლიში” გააგრძელებს. Sky Sports-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
31 წლის კიპერი ახალ გუნდთან კონტრაქტს მას შემდეგ გააფორმებს, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. “მანჩესტერ სიტი” კი აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ჯო ჰარტი “სიტის” ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. პეპ გვარდიოლას “ქალაქელთა” სათავეში მოსვლის შემდეგ კი “ეტიჰად სთედიუმზე” აღარ დაედგომება. ჯერ “ტორინოში” იყო განათხოვრებული, მერე კი “ვესტ ჰემში”.
“სიტის” რიგებში მის ანგარიშზე 348 შეხვედრაა, ხოლო ინგლისის ნაკრების კარი 2008 წლიდან 75 თამაშში დაიცვა.