ფეხბურთი

16:44 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია საფრანგეთზე უარს ამბობს

ესპანური “ვალენსიას” ფრანგი ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია მოქალაქეობას იცვლის. როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა ისტორიული სამშობლოს, ცენტრალური აფრიკის ნაკრების მაისურით ითამაშოს.

კონდოგბიას საფრანგეთის ნაკრებში 5 მატჩი უკვე ჩატარებული აქვს, მაგრამ ყველა ამხანაგური ხასიათის იყო. შესაბამისად, მას შეუძლია, რომ ცენტრალური აფრიკის მოქალაქეობა მიიღოს და ამ ქვეყანას დაეხმაროს.

აქვე გეტყვით, რომ კონდოგბია საფრანგეთშია დაბადებული, მაგრამ მშობლები სწორედ ცენტრალური აფრიკიდან ჰყავს.

0.126287