ფეხბურთი

21:53 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ივობიმ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნიგერიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ალექს ივობიმ ლონდონის "არსენალთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ივობი "მეთოფეებს" ცხრა წლის ასაკში შეუერთდა. პირველ გუნდში ალექსი 2015 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ აფრიკელმა შემტევმა 98 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. 22 წლის ივობის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.110757