“მანჩესტერ იუნაიტედმა” ახალგაზრდა მეკარე ჟოელ პერეირა “სეტუბალში” გაანათხოვრა. 22 წლის კიპერი სამშობლოში მომავალ სეზონს ჩაატარებს.
ჟოელი “წითელი ეშმაკების” აკადემიაში 2012 წელს მოხვდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ძირითად გუნდში თამაში სულ 3-ჯერ მოუწია. ის ძირითადად 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და ასევე განათხოვრებული გახლდათ ჯერ “როჩდეილში”, ხოლო შემდგომ “ბელენენსესში”.
ცნობისთვის, პერეირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.