ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ტორპედომ" "ვიკუნგური" სტუმრად 3:0 დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "კუკესს" შეხვდება.
ფარერის კუნძულების გუნდთან მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და მე-11 წუთზე მილოშ ლაჩნიმ მარცხენა ფლანგიდან მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. აღნიშნული გოლიდან 13 წუთში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე მეორე სართულზე მამუკა კობახიძემ იყოჩაღა: "ტორპედოს" ფეხბურთელის დარტყმული კარიდან "ვოკინგურის" მოთამაშემ გამოიტანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბურთმა ხაზი გადაკვეთა და ანგარიში 2:0 გახდა.
მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე მარეკ ჰლინკას გადაცემის შემდეგ ოლექსანდრ აზაცკიმ "ვიკინგურის" მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა - 3:0. 82-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ მარცხენა ფლანგიდან თორნიკე კაპანაძეს საჯარიმოს სიღრმეში გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 4:0. საბოლოოდ, როგორც პირველ შეხვედრაში, ასევე საპასუხო მატჩში "ტორპედომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა და "ვიკუნგურს" შანსი არ დაუტოვა. ორ მატჩში ქუთაისელებმა 7 გოლი გაიტანეს და კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალბანეთის გუნდს "კუკესს" დაუპირისპირდება. შეხვედრები 9 და 16 აგვისტოს გაიმართება.
ვიკინგური - ტორპედო 0:4 (0:2)
ვიკინგური: რასმუსენი, იაკობსენი, სტრომსტენი, გრეგერსენი, ლერვიგი, ჯიორჯევიჩი, ს. ვატნჰამარი (კასკავალი 69), ლიოკინი, გ. ვატნჰამარი (ჰანსენი 70), ლავალი, ოლსენი (ნიბლასი 70)
მწვრთნელი: სიგფრიდურ კლემენტსენი
ტორპედო: კვასხვაძე, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, გეგეჭკორი, გიგაური (კუხიანიძე 46), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე (ჭიჭინაძე 75), ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლები: 0:1 ლაჩნი (11), 0:2 კობახიძე (24), 0:3 აზაცკი (59), 0:4 კაპანაძე (82)