"გიმარაეშის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი შანდე სილვა კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პორტუგალიელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21 წლის შანდე ჯერჯერობით 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.
სილვა "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და "გიმარაეშის" ახალგაზრდულ გუნდს 2014 წელს შეუერთდა. შანდე პირველ გუნდში 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სილვა პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების გარდა ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.