კალათბურთი

11:55 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ „ბასკონიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების და ესპანური "ბასკონიას" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ „კლუბთან კონტრაქტი 2022-წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას Eurohoops-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თოკო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნება, თუმცა ზუსტი თანხა არ დასახელებულა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში დაირღვეს - თუ შენგელიას შეთავაზება ნბა-ს რომელიმე გუნდიდან ექნება.

განვლილ ევროლიგის სეზონზე შენგელია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.7 ქულას, 6.6 მოხსნას და 2.2 პასს აგროვებდა.

0.112805