სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ მიტროვიჩი კარიერას “ფულჰემში” განაგრძობს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფორვარდმა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიტროვიჩის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 20.2 მილიონ ევროს მიიღებს.
სერბმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ფულჰემში” იჯარით ჩაატარა და 20 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა. განვლილ მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და შვეიცარიის ნაკრების კარი აიღო.