ავსტრიის საკურორტო ქალაქ კიცბუელის საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ სლოვან დიერესთან 3:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
აშკარა იყო, რომ ნიკა გადაღლილი ჩანდა. პირველ სეტში ბასილაშვილი უშანსოდ იყო 3:3-ზე მეტოქემ ბრეიკი შეასრულა. მეორე სეტი კარგად დაიწყო და ნიკოლოზი ბრეიკით დაწინაურდა. თუმცა სერბი უფრო აგრესიული იყო და ნაკლებ შეცდომებს უშვებდა. ბასილაშვილი კი აშკარად გადაღლილი ჩანდა არაფერი გამოსდიოდა. ქართველს არც პირველი ჩაწოდება გასდიოდა, ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა.
სერბი მატჩისთვი ტაქტიკურადაც უფრო მომზადებული იყო. ბალკანელი ნიკას ძირითადად ბექჰენდზე მაღალ ბურთებს აწვდიდა, ჩვენებურს კი ამ ბურთის დამუშავება უჭირდა.