დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 81-ე ადგილიდან 35-ე პოზიციაზე გადმოვიდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ნიკამდე საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა, რომელიც 42-ე ნომერი გახლდათ.
ზოგადად საუკეთესო შედეგი ალექსანდრ მეტრეველს ეკუთვნის, რომელიც 1974 წელს რეიტინგის მე-9 ნომერი იყო.