ჩოგბურთი

19:42 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ისტორიული შედეგი
ნიკამ ATP 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ნიკამ გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა.

ამ დროისთვის ბასილაშვილი ლაივ-რეიტინგის 35-ე ადგილზეა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთეო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქოდნა, რომელიც 42-ე პოზიციაზე იყო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. პირველი სეტის სტარტი ნიკას არ გამოუვიდა. პირველი ჩაწოდება არ გადიოდა და გეიმის მოგება ძალიან გაუჭირდა, თუმცა 1:1-ზე ბრეიკი შეასრულა, რომელიც სეტის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველ სეტში ლეონარდო მაიერი ნიკას წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ქართველმა მეტოქე გათამაშებებში დაჯაბნა. მეორე სეტის სტარტზე ნიკოლოზს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და თითქოს ამ მომენტის მერე გატყდა და აღარ უბრძოლია.

გადამწყვეტი მესამე სეტი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. მაიერი კარგად აწვდიდა და აშკარა იყო, რომ ნიკოლოზსს ბრეიკის გაკეთება გაუჭირდებოდა. ნიკაც თავის ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდა. გადამწყვეტი 5:5-ზე ბასილაშვილის ბრეიკი აღმოჩნდა. 6:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და საბოლოოს მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზმა ამ გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 349 200 ევრო გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ძირითად ბადეში ნიკას ყველა მეტოქე ქართველთან ფავორიტად ითვლებოდა. 1/6-ფინალში გამოცდილი გერმანელ ჩოგბურთელს ფილიპ კოლშრაიბერს 7:5, 1:6 6:4 აჯობა.

1/8-ფინალი: პაბლო კუევასი 7:6, 6:4

1/4-ფინალი: პაბლო კარენა ბუსტა 7:6, 6:4

1/2-ფინალი: ნიკოლას იარი 7:5, 0:6, 6:1

ფინალი: ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5

0.135032