ფეხბურთი

16:45 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "ნიუკასლი" და "ფულჰემი" მიტროვიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

სერბეთის ეროვნული ნაკრების და "ნიუკასლის" თავდამსხმელი ალექსანდარ მიტროვიჩი კარიერას "ფულჰემში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "კაჭკაჭები" 22 მილიონიან (გირვანქა სტერლინგი) შემოთავაზებას უკვე დათანხმდნენ.

ფეხბურთელმა უკვე დატოვა "ნიუკასლის" საწვრთნელი შეკრება, "ფულჰემში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბონუსების სახით შესაძლოა "კაჭკაჭებმა" 5 მილიონი მიიღონ.

მიტროვიჩი "ნიუკასლმა" "ფულჰემში" მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო სეზონში იჯარის წესით გაუშვა და 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა. სერბის სატრანსფერო ღირებულება ამ პერიოდში 8 მილიონიდან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მიტროვიჩმა სამ მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114507