ფეხბურთი

11:15 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "არსენალი" ივობს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს"

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექს ივობი “მეთოფეებთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

“ივობი ახლოს არის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომელიც ორწლიანი იქნება. მინდა ყველა ფეხბურთელთან დავიწყო მუშაობა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ და უახლოეს მომავალში კლუბს დაუბრუნდებიან”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა Sky Sport-თან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში გუნდთან ერთად 26 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

0.121942