მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრ გოლოვინი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მონეგასკებმა 30 მილიონი ევრო გაიღეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გოლოვინის ხელფასი წელიწადში 2 მილიონი იქნება და 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ რუსი ფეხბურთელით “იუვენტუსი” და “ჩელსიც” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ “მონაკომ” ცსკა-ს უფრო მეტი შესთავაზა.
ალექსანდრ გოლოვინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.