მექსიკის ნაკრებისა და ლიეჟის “სტადარტის” მეკარე გილერმო ოჩოა “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკური გამოცემა Record-ი ავრცელებს.
33 წლის კიპერის სანაცვლოდ იტალიური გუნდი ბელგიელებს 3-4 მილიონ ევროს გადაუხდის. ნეაპოლში ოჩოა ალექს მერეტის შემცვლელად ესახებათ, რომელმაც ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტს გამოტოვებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ოჩოასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
33 წლის გილერმო ოჩოამ გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 38 შეხვედრა ჩაატარა. მექსიკელს სხვა და სხვა დროს “გრანადაში”, “მალაგაში”, “აიაჩოსა” და “ამერიკაში” უთამაშია. მექსიკის ნაკრების კარი კი 97-ჯერ დაუცავს.