ბრაზილიური “ატლეტიკო პარანაენსეს” მეკარე სანტოსი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამას კი საკმაოდ უცნაური მიზეზი აქვს. 13 მაისს, “ატლეტიკო მინეიროსთან” შეხვედრაში 28 წლის მეკარე მოედანზე ტელეფონით გავიდა და საწყისი 2 წუთის განმავლობაში საუბრობდა.
შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა მეკარეს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ხოლო “ატლეტიკო პარანაენსე” 11.500 ევროს ოდენობით დააჯარიმა.
სანტოსი “ვიტორიასთან” 29 ივლისს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.