ფეხბურთი

21:57 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" დამაჯერებელი გამარჯვება

ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფარერების "ვიკინგური" 3:0 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

27-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი თავური დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა კარში და "ტორპედო" დააწინაურა. ანგარიშის გახსნიდან ათ წუთში მარეკ ჰლინკამ შორიდან ძლიერად დაარტყა კარში, თუმცა ააცილა.

მე-40 წუთზე კი სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და ბურთი ქართველებმა ჩაიგდეს: კონტრშეტევის დროს ცინცაძემ ქიმაძეს გაუკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა დაფე მარჯვენა ფლანგზე მოძებნა, სენეგალელი საჯარიმოში სწრაფად შევიდა და გადაცემის ნაცვლად კარში დაარტყა, თუმცა "ვიკინგურის" მეკარემ ელიას რასმუსენმა მოიგერია ბურთი.

73-ე წუთზე ქიმაძემ კაპანაძესთან გაითამაშა კომბინაცია და ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. მესამე გოლი კი 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 2 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"

ტორპედო - ვიკინგური 3:0 (1:0)

ტორპედო: კვასხვაძე, მარინი (ლაცნი 46), აზაცკი, კობახიძე, გეგეჩკორი, ქიმაძე, ჰლინკა (კუხიანიძე 70), ცინცაძე, დაფე (დოლიძე 59), კუტალია, კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ვიკინგური: რასმუსენი, ლერვიგი, ვატნამარი გ, გრეგერსენი, იაკობსენი, ჰანსენი (ლერვიგი 59), ნიბლასი, ლოკინი, ვატნამარი ს, ჯორჯევიჩი, ლავალი (ოლსენი 80)

მწვრთნელი: სიგფრიდურ კლემენტსენი

გოლი: 1:0 კაპანაძე (27), 2:0 ქიმაძე (73), 3:0 კუტალია (84)

გაფრთხილება: კობახიძე (34), ლოკინი (50), გეგეჭკორი (52), ოლსენი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (10) – 9 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 17:3 თამაშგარე: 1:1

0.161983