"ვიტესის" ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას ვაჟი კახი ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბის "დენ ბოსხის" აქციების 99,9 პროცენტის მფლობელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. Dutchnews-ის ინფორმციით კი ჟორდანიას აქციები 2.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
აღნიშნული გარიგება ჯერჯერობით ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. კლუბის დირექტორი პოლ ვან დერ კრაანი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებული, რომ ფედერაცია დადებითად შეხვდება წილების გასხვისების საქმეს.
"დენ ბოსხი" ერედივიზიონში ბოლოს 2004/05 წლების სეზონში ასპარეზობდა. გასულ სეზონში კი გუნდმა მეორე დივიზიონში მე-11 ადგილი დაიკავა.