ფეხბურთი

18:45 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" შვეიცარიელი ახალწვეული ჰყავს

შვეიცარიის ნაკრებისა და ლა კორუნიის “დეპორტივოს” მცველი ფაბიან შერი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ნიუკასლ იუნაიტედში” გააგრძელებს. “კაჭკაჭების” ვებგვერდის ცნობით, 26 წლის შვეიცარიელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფაბიან შერიმ გასული სეზონი “დეპორტივოში” გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

იქამდე კი, “ვილის”, “ბაზელისა” და “ჰოფენჰაიმის” რიგებში აქვს ნათამაშები. შვეიცარიის ნაკრებში შერის ანგარიშზე 42 თამაში და 7 გოლია.

0.120698