დღეს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების წარმომადგენელ "ვიკინგურს" დაუპირისპირდება. მიუხედავად ამისა, მატჩისწინა დღეს ქუთათურთა სტუმრებს არაფერი დაუკლიათ.
ითამაშეს ბანქო, აღნიშნეს დაბადების დღეს, დააგემოვნეს ხაჭაპური, დაათვალიერეს ქალაქი და ლუდსაც შეექცნენ. მოკლედ, "ვიკინგური" დღევანდელ მატჩს მშვენიერ ხასიათზე ხვდება და ვნახოთ, "ტორპედო" რამდენად მედგრად დაუდგება მეტოქეს...