ფეხბურთი

16:28 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე ბრაზილიაში რჩება

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ტიტე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

57 წლის სპეციალისტის ახალი კონტრაქტი 2022 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელმა სპეციალისტმა “სელესაო” 2016 წელს ჩაიბარა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ბელგიასთან დამარცხდნენ.

0.117458