იტალიურმა “რომამ” შვედეთის ნაკრების მეკარე რობინ ოლსენი ოფიციალურად გაიფორმა. როგორც “ჯალოროსის” ვებგვერდი იტყობინება, სკანდინავიელ კიპერთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და 1-ნომრიანი მაისური გადაეცა.
ოლსენის სანაცვლოდ “კოპენჰაგენმა” 8.5 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსის სახით 3.5 მილიონიც დაემატება. გარდა ამისა, თუ იტალიური გუნდი ოლსენს გაყიდის, თანხსი 10% დანიელებს ერგებათ.
რობინ ოლსენი “მგლებში” ალისონ ბეკერს შეცვლის, რომელიც “ლივერპულში” გადავიდა. შვედი კიპერი “კოპენჰაგენში” ბოლო ორი სეზონი თამაშობდა. 100 შეხვედრაში 82 გოლი გაუშვა და 45-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
შვედეთის ნაკრებში კი 23 თამაში აქვს ჩატარებული და მათ შორის ხუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე.