კალათბურთი

19:45 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო „ჰიუსტონში“ გადავა

კარმელო ენტონი „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კარმელომ და „ჰიუსტონმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. მელო ტეხასურ კლუბთან ერთწლიან კონფრაქტს გააფორმებს, რაშიც 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში კარმელო „ოკლაჰომას“ ღირსებას იცავდა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.8 ქულას და 5.7 მოხსნას აგროვებდა.

0.1162