ფეხბურთი

21:21 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე ტრავმას გადაურჩა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმას გადაურჩა. ჩვენებური 15-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს 2 დღის წინ, "პრო ვერჩელისთან" სპარინგში დაუბრუნდა, თუმცა 5 წუთში შესაცვლელი გახდა.

ლევანს კუნთების პრობლემა ჰქონდა. როგორც გამოცემა Empolichannel.it-ი იტყობინება, გამოკვლევამ დაზიანება არ აჩვენა და მჭედლიძე ლაზარეთში არ დაბრუნდება. ამჟამად, ქართველი შემტევი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ მალე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიიღო და იქედან მოყოლებული ახლახან დაუბრუნდა მოედანს.

0.1135