დირკ ნოვიცკიმ „დალასთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დირკი კონტრაქტის მიხედვით 5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ნოვიცკი „დალასის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავს. მომდევნო სეზონი გერმანელისთვის კარიერაში 21-ე იქნება. ნოვიცკი ნბა-ს ისტორიაში გახდება ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით 21 სეზონი ჩაატარა. ნოვიცკის შემდგ კობი ბრაინტი მოდის, რომელმაც „ლეიკერსში“ 20 სეზონი გაატარა.
2011 წელს ნოვიცკი ნბა-ს ჩემპიონი და ფინალური სერიის MVP-ი გახდა.