ლეგენდარულმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა „სან ანტონიო“ დატოვა და „შარლოტ ჰორნეტსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ფრანგი 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პარკერი „სან ანტონიოში“ 2001-18 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი 4-ჯერ გახდა (2003, 2005, 2007, 2014).
განვლილ სეზონში ტონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.7 ქულას და 3.5 პასს აგროვებდა.