ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იმ ფეხბურთელთა სია ჩამოწერა, რომლებიც გუნდს არ სჭირდება. შესაბამისად, “წითლებს” მათი გასხვისებით დაახლოებით 100 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლიათ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კლოპის “შავ სიაში” 7 ფეხბურთელი მოხვდა:
დივოკ ორიჯი, დენი ინგსი, მარკო გრუიჩი, შეი ოჯო, ლაზარ მარკოვიჩი, სიმონ მინოლე, დაპედრო ჩირიველა. გარდა ამისა, ლორის კარიუსმა შესაძლოა, თავად მოითხოვოს “ენფილდ როუდიდან” აბარგება.