ფეხბურთი

16:01 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მალკომისთვის "ბარსელონამ" "რომა" გადაწონა

ფრანგული “ბორდოს” ლიდერის მალკომის თავს უცნაური ისტორია წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ ბრაზიელ შემტევს მსურველები არ აკლია.

გუშინ, “რომას” ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “ბორდოსთან” შეთანხმება მოხდა და მალკომი კარიერიას იტალიაში გააგრძელებდა. 21 წლის ფეხბურთელს რომში წუხელ ელოდნენ, ხოლო დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო.

თუმცა, ბოლო მომენტში ყველაფერი თავდაყირა დაგდა – საქმეში “ბარსელონა” ჩაერთო, რომელმაც “ბორდოს” უკეთესი პირობები შესთავაზა და ფრანგულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია. შედეგად, ესპანური მედიის ცნობით, მალკომი ბარსელონაში ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც ცნობილი ხდება კატალონელები “ბორდოს” 41 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო “რომა” 32 მილიონს იხდიდა, რასაც ბონუსის სახით 4 მილიონს სამომავლოდ დაუმატებდა. როგორც აღმოჩნდა, “ბორდოსთვის” პირობის შესრულებაზე მეტად 5 მილიონი ფასობს და ნიჭიერი მოთამაშე “კამპ ნოუზე” გადაბარგდება.

მალკომმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

0.121047