ფეხბურთი

13:43 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" იტალიელი ახალწვეული

ესპანურმა “ვალენსიამ” “სპორტინგიდან” იტალიელი მარჯვენა მცველი კრისტიანო პიჩინი გაიფორმა. როგორც “ღამურების” ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

რა ოდენობის თანხა გაიღო პიჩინის სანაცვლოდ “ვალენსიამ” უცნობია.

კრისტიანო პიჩინი “ფიორენტინას” აკადემიის აღზრდილია, თუმცა სამშობლოში დიდი წარმატებით არ უთამაშია. “სპორტინგს” 2017 წელს შეუერთდა და პორტუგალიის ჩემპიონატში გასულ სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ პიჩინისთვის ესპანეთის ლა ლიგა ნაცნობი ადგილია, რადგან 2014-2017 წლებში სევილიის “ბეტისის” ღირსებას იცავდა.

0.106562