ფეხბურთი

13:15 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას მორიგი აღიარება!

საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკვეილიას მორიგი აღიარება! ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის “ლოკომოტივის” გულშემატკივართა ვერსიით 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვირკველიამ კუთვნილი ჯილდო (რკინის რელსები) საზეიმო დაჯილოდვებაზე მიიღო, სადაც აგრეთვე რუსეთის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ოქროს მედალიც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგაში 29 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

0.126714