ფეხბურთი

11:14 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალისონის ნაცვლად ოლსენი

იტალიურმა “რომამ” შვედეთის ნაკრების მეკარე რობინ ოლსენი გაიფორმა. 30 წლის ფეხბურთელი უკვე იტალიის დედაქალაქშია, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

შვედი კიპერი ალისონ ბეკერს შეცვლის, რომელიც 70 მილიონ ევროდ “ლივერპულში” გადავიდა. ოლსენის სანაცვლოდ კი “რომამ” “კოპენჰაგენს” 8.5 მილიონი გადაუხადა.

0.114665