საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას "სან ხოსეს" რიგებში დებიუტი ჰქონდა. ეს ამხანაგურ შეხვედრაში, მაგრამ თვით "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოხდა. სანტა კლარაში, ამერიკული და ინგლისური გუნდის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ნამატჩევს საინტერესო კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ:
"ჩვენ არ ვართ გუნდი. ეს არის ჯგუფი, რომელიც შედგება სხვა და სხვა გუნდის ფეხბურთელებისგან", - თქვა "განსაკუთრებულმა.