საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონთა ლიას გამოეთიშა, მაგრამ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე აგრძელებს. იმერლები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების წარმომადგენელ “ვიკინგურს” გაეჯიბრებიან.
“ტორპედო” აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და უკვე ცნობილია სავარაუდო მეტოქეებიც:
საქართველოს 4-გზის ჩემპიონი “ვიკინგურის” დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “ყარაბაღსა” და ალბანურ “კუკესს” შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.