ფეხბურთი

1:13 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა სეზონი გოლით დაიწყო (+VIDEO)

დაიწყო პოლონეთის ექსტრაკლასას 2018-2019 წლების სეზონი და პირველი ქართული გოლიც გავიდა. გიორგი მერებაშვილმა სეზონის სტარტზევე გამოიჩინა თავი.

"ვისლა" საკუთარ მოედანზე პოზნანის "ლეხთან" 1:2 დამარცხდა და მეორე გოლი 89-ე წუთზე გაუშვა. იქამდე, 77-ე წუთზე კი ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა გაათანაბრა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა.

ჩვენებურის გოლი ორმაგად სასიხარულოა, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ტრავმა ჰქონდა და სეზონის გოლით დაწყება მნიშვნელოვანია.

0.118969