პსჟ-ს ფრანგი შემტევი კილიან მბაპე ახალი სეზონიდან 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
აქამდე პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურს ლუკას მოურა ატარებდა, რომელიც “ტოტენჰემში” გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს დიდი სურვილი ჰქონდა 7-ნომრიანი მაისური ცმოდა. როგორც იცით ის კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია და პორტუგალიელს ყოველთვის მაისურზე 7 ნომერი აწერია.
აქამდე მბაპე პსჟ-ში 29-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.